"დასრულდა 25-წლიანი ისტორიული პროცესი და ლევილის მამული მის კანონიერ მემკვიდრეს, ქართველ ხალხს დაუბრუნდა, _ ამის შესახებ ინფორმაციას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს ხელი საფრანგეთში, დაბა ლევილის ტერიტორიაზე დღეს მოეწერა.
პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 000 კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ მოაწერა, ხოლო ფრანგული მხარიდან აქტზე ხელმომწერნი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობის წევრთა ოჯახების წარმომადგენლები იყვნენ.