პოლიციის თანამშრომლები სახლში და ეზოში მყოფ პირებს გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ. ჟურნალისტებთან რაიმე კომენტარის გაკეთებისგან პოლიციელები თავს იკავებენ და განმარტავენ, რომ ყველა ინფორმაციის შესახებ პრესცენტრს მივმართოთ, მაგრამ პრესცენტრის არც ერთი წარმომადგენელი ადგილზე არ იმყოფება.
აქ იმყოფებიან პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნების” შტაბის წევრები სოსო ბოლქვაძე და ელგუჯა ჩხაიძე.
“გლობალ ტვ”-ის ოფისთან მოსახლეობაა შეკრებილი და უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოხატავენ.