განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აუდიტორია 115-ის აქციას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ყველაფერი ღია კარის მტვრევას ჰგავს.
ჯეჯელავასთვის მისაღებია პროტესტის შინაარსი, თუმცა, გამოხატვის ფორმა _ არა.
„ამაზე მეტი ავტომონომია რა უნდა იყოს, აქ ვდგავართ და საშუალება აქვთ ისაუბრონ. სწორედ ამას ვაპირებთ, რომ უნივერსიტეტს ჰქონდეს მეტი ავტონომია, საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული განათლება. გვჯერა, რომ ეს ხალხი არის ის, ვინც ირჩევს რადიკალურ ფორმას, მაგრამ მათი შენიშვნების შინაარს იზიარებს. თუკი ჩვენთან ერთად იმუშავებენ, ყველაფერს მივაღწევთ. ახლა კი მგონია, რომ ღია კარის მტვრევას ჰგავს ეს ყველაფერი“, _ განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთემში, სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში "აუდიტორია 115-ის წევრები" აქციას მართავენ. აქცია 10 საათზე დაიწყება.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია: ხელმისაწვდომი განათლება, გარე რეფერირების პრინციპის დანერგვა. სტუდენტური თვითმმართველობის ძირეული რეფორმა და სტუდენტურ საცხოვრებლებში პირობების გაუმჯობესება.
სტუდენტური თითმმართველობის ძირეული რეფორმა და სტუდენტურ საცხოვრებლებში პირობების გაუმჯობესება.