„აუდიტორია 115“-ის სტუდენტები თსუ-ს იმ დერეფანში შესვლას ცდილობენ, სადაც რექტორი გია შარვაშიძე მინისტრებთან და წარჩინებულ პირველკურსლებთან ერთად იმყოფება. კორიდორი გამაგრებული აქვთ უნივერსიტეტის დაცვის წევრებს.
უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ სტუდენტებს „აუდიტორია 115“-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მოუწოდა უნივერსიტეტში შესულიყვნენ, რადგან ერთ-ერთ აუდიტორიაში ამ წუთებში შეკრებილი არიან მთავრობის წევრები და უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობენ. „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენელმა სტუდენტებს მიმართა საკუთარი მოთხოვნები უშუალოდ გაეცნოთ მთავრობის წევრებისთვის.
„აუდიტორია 115“-ის წევრებს უნივერსიტეტის პირველ სართულზე დერეფანში შესასვლელი დაკეტილი დახვდათ, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოყვა.
სტუდენტებთან სასაუბროდ რექტორი გია შარვაშიძე გავიდა.