ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისი უფლებების შესახებ არც თავში იცოდა და ახლაც არ ესმის.
ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ დაიხურა 2013 წელს თეთრიწყაროში საავადმყოფო, როცა მოსახლეობამ მარგველაშვილისგან ამ პრობლემის მოგვარების პირობა მიიღო, ივანიშვილმა ანაცხადა:
" მან არც თავში იცოდა რა უფლებები ექნებოდა და დღესაც არ ესმის სამწუხაროდ და საუბედუროდ. ჯანდაცვა არ არის მისი სფერო. პრეზიდენტის სფერო არ არის საავადმყოფოს აშენება ან ჯანდაცვის მიხედვა. ეს მთავრობის საქმეა და თუ დარღვევაა, მთავრობას უნდა მოვთხოვოთ პასუხი. მანამდეც მქონდა საუბარი მასთან, რომ კონსტიტუცია მანამდე უნდა წაგეკითხა-მეთქი. არჩევნები რომ დამთავრდა და მოვიდა, ყველაფრის მართვა უნდოდა და ეს იყო პრობლემა”, _ აღნიშნა ივანიშვილმა.