ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში პოლიციის შენობა გაქურდეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ:
_ მედიაში გავრცელებული ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ფაქტი რომ ჩვენთან გადაემოწმებინათ ისე, როგორც ამას ჟურნალისტიკის წესები ითვალისწინებს, გაიგებდნენ, რომ იმ შენობაში, რომელზეც საუბარია, პოლიცია ჯერ არ განთავსებულა.
ასევე, არც ყაჩაღობა მომხდარა და არც ქურდობა _ ჩაამტვრიეს ფანჯრის მინა და დააზიანეს ბილბორდი. გამოძიება სსკ-ის 187 მუხლით მიმდინარეობს (სხვისი ნივთის დაზიანება) და მხილებულია პირი, _ გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.