„ქედს ვიხრი იმ ბიჭების ხსოვნის წინაშე, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაიღუპა, _ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გმირთა მემორიალთან, რომელმაც გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან, ვახტანგ კაპანაძესთან და სამინისტროს სხვა თანამშრომლებთან ერთად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„ქედს ვიხრი იმ ბიჭების ხსოვნის წინაშე, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაიღუპა. სოხუმი, აფხაზეთი არის ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილი, ჩვენი გულის ნაწილი და დარწმუნებული ვარ, რომ გონივრული პოლიტიკით ჩვენ შევძლებთ ჩვენს აფხაზებთან ერთი სახელმწიფოს ფარგლებში მშვიდობიან თანაცხოვრებას და ჩვენი შვილების ღირსეული მომავლის ერთობლივად უზრუნველყოფას“, – განაცხადა ლევან იზორიამ.