მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ღლონტი პოლიციაშია დაბარებული. პოლიციაში დაბარების მიზეზი კი, მასა და ბლოკ "თოფაძე-მრეწველები-ჩვენი სამშობლოს" წევრ ზაზა აგლაძესა შორის გუშინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებაა.
ფიზიკური დაპირისპირება ტელეკომპანია "იბერიას" პირდაპირ ეთერში, გადაცემა" "პრიორიტეტში" მოხდა. დაპირისპირება ირაკლი ღლონტის შეფასებას მოჰყვა, რომელმაც გოგი თოფაძის პარტიას "რუსული პოლიტიკის გამტარებელი" უწოდა.
აღნიშნულ თემაზე საუბრისას ღლონტმა ახსენა "პოლიტიკური კიკუ", რასაც ზაზა აგლაძის გაღიზიანება მოჰყვა, რაც სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.