(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ პოლიტიკური სატირა, ჩინოვნიკებისადმი უსაშველო მაამებლური, მლიქვნელური ურთიერთობები და ახალგაზრდობის პროტესტი _ ამ შინაარსის სპექტაკლი “სპილოები” შოთა ბაბილოძის რეჟისორობით, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრში 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს დაიდგა.
თეატრის დაარსების თარიღად 1868 წელია მიჩნეული, როდესაც ოზურგეთში სცენისმოყვარულთა წრის პირველი წარმოდგენა გაიმართა.
თეატრს ამჟამად 42-კაციანი დასი ჰყავს. 2005 წელს თეატრი კულტურის სამინისტრომ და თეატრალურ მოღვაწეთა კავშირმა აღიარა, როგორც საუკეთესო რეგიონული თეატრი.
საქართველოს პრეზიდენტის საახალწლო მილოცვის ადრესატები, სხვა წარჩინებულ ადამიანებთან ერთად, თეატრის მმართველი ზაზა ჯინჭარაძე და მსახიობი, კულტურის დამსახურებული მუშაკი იური ჯიჯიეშვილი არიან.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved