დღევანდელ გადაცემაში ერთმანეთის პირისპირ _ ზაზა ურუშაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, "ქართული ოცნების" ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის უფროსი და გია გოგუაძე, ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი, "ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის შტაბის უფროსი.
უყურეთ გადაცემას და გაიგებთ აქვს თუ არა რაიმე დასამალი "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს; ვინ ატყუებდა თემურ ჭკუასელს და ვინ ატყვილებს ნინო წილოსანს; რა შუაშია დამოუკიდებელ დეპუტატთან, აკაკი ჩხაიძესთან ზაზა ურუშაძე და რატომ აქვს ერთ-ერთი ააიპ-ის ხელმძღვანელს საკუთარ საცხოვრებელ სახლზე ჩხაიძის საარჩევნო ბანერი გამოფენილი; რატომ დახვდნენ შეიარაღებული პირები გამგეობის შენობაში გია გოგუაძეს და მის თანაგუნდელებს; რატომ ითხოვს ურუშაძე გოგუაძის დაპატიმრებას და რატომ გაუწია ამ უკანასკნელმა რეკომენდაცია ურუშაძეს გამგებლის პოსტზე დასანიშნად _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე დაძაბული დებატები დღევანდელ "ა'რჩევნაში".