"ერთი ინფორმაცია, რაც შემაშფოთებელია და დიდი ქვეყნის სპეცსამსახურებიდან მაქვს მიღებული, თუ ეს მართლაც სიმართლესთან ახლოსაა და გამართლდა, შეიძლება სერიოზული ხიფათი გველოდებოდეს", _ აღნიშნულის შესახებ ყოფილმა პრემიერ-0მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შიდა ქართლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, არის ინფორმაცია, რომ ყველაფერს სათავეში ჩაუდგება აკო მინაშვილი.
"თუ აკა მინაშვილი, როგორც თორნიკე ერისთავი უსარდლებს ამ საქმეს, მე მგონია, რომ ხიფათი მართლაც შეიძლება გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ხუმრობის დონეზეა. მხოლოდ უნდა ვიხუმროთ და მეტი არაფერი", _ განაცხადა ივანიშვილმა.