https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

    დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

    ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

    დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

    ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს არჩილ თალაკვაძე და დავით მჟავანაძე

12:09; 29.09.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

"ქართული ოცნების" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი დავით მჟავანაძე "გურია ნიუსისა" და "Post ალიონის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადებულ გადაცემაში _ "ა' რჩევანი" ერთმანეთს დაუპირისპირდნენ _ არჩევნებამდე 15 დღით ადრე, საკმაოდ დაძაბული დებატები ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, რასაც ამერიკის ელჩის განცხადებაც ადასტურებს:

_ იან კელიმ ბრძანა, რომ არჩევნები მიმდინარეობს თავისუფალ და მშვიდ გარემოში. რა თქმა უნდა, ეს დიდი მიღწევაა, რომელსაც ასევე ეთანხმება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი "IRI" _ ეს ორგანიზაციაც დადებითად აფასებს მიმდინარე კამპანიას. მოგეხსენებათ, "IRI"-ს მრავალი არჩევნები აქვს ნანახი საქართველოში და, რა თქმა უნდა, მათი შეფასება ჩვენთვის ნამდვილად პოზიტიურია. რაც შეეხება თვითონ კამპანიის შინაარსობრივ შეფასებას, ძალიან თვალსაჩინოა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, პრაქტიკულად, გადაიღეს "ქართული ოცნების" მთავარი პრიორიტეტი _ სწრაფი ეკონომიკური განვითარება. დღეს ყველა პოლიტიკური პარტია საუბრობს ეკონომიკაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, ხალხს პირდებიან უკეთეს ეკონომიკას, მეტ ეკონომიკას. ყველგან ისმის სიტყვა _ ეკონომიკა, _ აღნიშნა თალაკვაძემ.

ჩვენს კითხვაზე, როგორ გადაიღეს სხვა პარტიებმა მათგან პრიორიტეტები იმ ფონზე, როცა "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო პროგრამა ყველაზე გვიან წარადგინა, თალაკვაძე ამბობს, რომ "პროგრამის საფუძველი _ პრემიერ-მინისტრის ოთხპუნქტიანი გეგმა, ყველაზე ადრე გამოაქვეყნეს":

_ პროგრამის საფუძველი იყო პრემიერ-მინისტრის ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც ზუსტად ეკონომიკით იწყება და შემდგომში დეტალურად გავაცანით მოსახლეობას ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამა. ყველა რომ ეკონომიკაზე საუბრობს, ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებს: დღეს სალაპარაკო აღარ არის ადამიანის უფლებების დარღვევები; სალაპარაკო აღარ არის ტელევიზიებში შევარდნა და დარბევა; ადამიანების გატაცება აქციებიდან; სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით დათხოვნა; სამედიცინო მომსახურების ბარიერები. ქვეყანა მზად არის სწრაფი, ეკონომიკური განვითარებისთვის და ეს საფუძველი "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მოამზადა.

_ ბატონო არჩილ, ქვეყნის წინსვლაზე საუბრობთ და ამ დროს პოლიციის წინ ბენზინგასამართ სადგურს აყაჩაღებენ უნიღბო პირები…

_ მე ვერ დაგიდასტურებთ ამ ცნობას. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პოლიციელები თავდადებით მუშაობდნენ და არა ერთი გმირული მაგალითი მისცეს საზოგადოებას. ბრძოლა კრიმინალთან იყო და დღესაც არის უკომპრომისო. მომავალშიც ასე გაგრძელდება. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ საქმეს, რომელზეც მაღალი იყო საჯარო ინტერესი და დარჩა გაუხსნელი. უმეტეს შემთხვევაში, ასეთი საქმეები სწრაფად გამოვიძიეთ და დამნაშავეები მივეცით პასუხისგებაში. დანაშაულის გამოძიებას მთელ მსოფლიოში სჭირდება დრო, თუმცა, ჩვენმა პოლიციელებმა ბევრი საქმე გახსნეს ცხელ კვალზე.

_ როდესაც თქვენ იყავით შსს-ს მინისტრის მოადგილე, იმ პერიოდში გატეხეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ჩოხატაურში, პოლიციის შენობის გვერდით და ეს საქმე დღემდე გაუხსნელია…

_ მე ვიცი, რომ ყაჩაღობა, რომელიც ჩოხატაურში მოხდა, დაახლოებით, 6 თვის წინ და ძალიან გახმაურებული იყო, _ ვგულისხმობ საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახის დაყაჩაღებას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელსაც ჩვენი პოლიცია იყენებს დღეს, გაიხსნა და პირები მიეცნენ პასუხისგებაში. ნურავის ექნება ილუზია, რომ ან ევროპაში ან აშშ-ში ერთ დღეში იხსნება დანაშაული. კიდევ ერთხელ ვამბობ _ პოლიციელი გმირია და ის არის მთელი საზოგადოების უსაფრთხოების გარანტი! ეს არ არის მხოლოდ უსაფრთხოება ჩემთვის, ან თქვენთვის, ან დავითისთვის _ პოლიციელი დღეს არის ყველას სამსახურში და არა ერთი პრივილეგირებული ჯგუფის, როგორც ეს იყო ადრე, _ აღნიშნა თალაკვაძემ.

დავით მჟავანაძე კონკურენტს არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ საარჩევნო კამპანია ძალადობის და დაშინების ფონზე მიმდინარეობს:

_ ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორი კამპანიის ჩატარება შეუძლია "ქართულ ოცნებას". ამის ნათელი მაგალითი არის კორცხელი, სადაც ზონდერჯგუფები ჩაიყვანეს და იქაურობა სასაკლაოდ აქციეს. თუ ოზურგეთში ღიად არ ილაშქრებენ და არ გვესხმიან თავს, იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა. ჩართულია, ასე ვთქვათ, მთელი სახელმწიფო მანქანა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააშინონ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს უთხრან, რომ არ მისცენ ხმა "ნაციონალურ მოძრაობას". მე იმ ადამიანების კონკრეტული სახელები და გვარები დავასახელე, რომლებზეც ახდენენ ზეწოლას. მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც ლაითურის გამგებლის წარმომადგენელი პირადად დაემუქრა და კაბინეტიდან გამოაგდო ადამიანი, რომელსაც შვილიშვილისთვის ესაჭიროებოდა მედიკამენტების შესაძენად ერთჯერადი დახმარება და არ მისცეს იმის გამო, რომ ის იყო "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი. ასეთი ფაქტები ძალიან ბევრია. პირადად ილა კეჭაყმაძემ, კახი კალაძის ახლო მეგობარმა, შემომითვალა, რომ არ ბიძინა ივანიშვილის ოზურგეთში ყოფნის დროს აქცია არ გამემართა, _ აღნიშნა მჟავანაძემ.

არჩილ თალაკვაძის რეპლიკაზე, ხომ არავის შეუშლია ხელი მათთვის აქციის მოწყობაში, მჟავანაძემ აღნიშნა, რომ "კეჭაყმაძის დავალებების შესრულებას" არც აპირებდა:

_ რა თქმა უნდა, მოვაწყვე საპროტესტო აქცია, რადგან ილა კეჭაყმაძის ჭკუაზე ვერ ვივლი და მისი გადაწყვეტილებები ჩემთვის არ არის საინტერესო. მე მაქვს ჩემი გეგმა, ჩემი კონკრეტული მიმართულება და ვერც ილა კეჭაყმაძის მუქარა და ვერც იმ ადამიანების დაშინება, ვისაც ემუქრებიან და ეუბნებიან, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მხარი არ დაუჭირონ. სხვათა შორის, იყო შემთხვევები, როდესაც უბნის ექიმები ეუბნებოდნენ ადამიანებს, რომ ვერ დაეხმარებოდნენ, რადგან ჩემი მხარდამჭერები იყვნენ. ასეთი მუქარები არის, _ აღნიშნა მჟავანაძემ, თუმცა, კონკრეტული ფაქტები არ დაასახელა.

_ მე ამ ფაქტებთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მივაწოდე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, სახელებით, გვარებით. ვინაიდან ადამიანებს, რომელთაც აქვთ სოციალური დახმარება და ეშინიათ მოხსნის, არ უნდათ ვინაობის გამხელა. შესაბამისად, ვიცავთ მათ კონფიდენციალურობას და ტელეეთერებში არ ვსაუბრობთ ამაზე, მაგრამ ვსაუბრობთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან.

დავით მჟავანაძემ პოლიციაში არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა და ხელისუფლებას ძალოვანი უწყების უპატივცემულობაში დასდო ბრალი. მისივე თქმით, სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ძალისხმევით გახდა შესაძლებელი, პოლიციის დანგრეული სისტემის აღდგენა 2003 წელს; არჩილ თალაკვაძემ კი აღნიშნა, რომ პოლიციის სისტემა ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით მოწესრიგდა და "ნაციონალურ მოძრაობას" ამის აღიარების არ უნდა მოერიდოს.

კანდიდატებმა 26 მაისის დარბევის კადრებზეც ისაუბრეს:

_ თქვენ აცემინეთ ქალები, ბავშვები პოლიციელებს და ახლა მესაუბრებით აქ მორალზე?! სირცხვილია! 12 აქცია გაქვთ დარბეული პოლიციაში მიყვანილი ზონდერების ხელით, _ მიმართა ოპონენტს თალაკვაძემ, რაზეც მჟავანაძემ აღნიშნა, რომ 26 მაისთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ გაურბის.

_ 26 მაისს ქვეყანა იდგა ძალიან დიდი საფრთხის წინაშე. რუსული სპეცსამსახურები ქვეყანაში ამზადებდნენ გადატრიალებას, აუცილებელი იყო ზომების მიღება. თუ რომელიმე პოლიციელმა ჩაიდინა დანაშაული და რა თქმა უნდა, ჩაიდინა, უნდა დასჯილიყო, _ აღნიშნა მჟავანაძემ, რაზეც თალაკვაძემ უპასუხა, რომ ამ და არა მარტო ამ საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პირია პასუხისმგებაში მიცემული _ მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნებიც.

დავით მჟავანაძის თქმით, არჩილ თალაკვაძის ოჯახის წევრები 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები იყვნენ:

_ ეს არ არის ბრალდებები _ ეს არის გაკოტრებული პოლიტიკური პარტიის სუსტი ლიდერის მტკნარი ტყუილები, რომელზეც მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩემს ოჯახს იცნობს მთელი გურია. არათუ "ნაციონალური მოძრაობის" დროს, ახლაც კი, როცა მე ვარ კანდიდატი _ ისინი არ აწუხებენ ადამიანებს არანაირ სიებისა და მხარდაჭერის გამო. რაც შეეხება 8 ოქტომბრის არჩევნებს, დღეს კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ დამაჯერებლად. მოვიგებთ იმიტომ, რომ ვართ ის ძალა, რომელმაც ოთხი წლის განმავლობაში ვმართეთ ქვეყანა შიშის, ტერორისა და რეპრესიების გარეშე; ჩვენ ვმართეთ ქვეყანა დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში; ჩვენ მოვახერხეთ ეფექტური სოციალური პოლიტიკის შემუშავება, რომელსაც აუცილებლად გავაუმჯობესებთ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში _ ამ პოლიტიკი­­­­ს ნაწილიც არის საყოველთაო ჯანდაცვა, ბევრად მეტი დევნილის დახმარება, ვიდრე ოდესმე მოხერხდა ამ ქყვეყანაში, რომლის ნაწილიც არის სკოლების და მოსწავლეების დაფინანსება, სოლიდარობის ფონდი, რომლის ნაწილიც არის 56 000 სამუშაო ადგილის შექმნა, ეკონომიკური განვითარება და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა. ჩვენ მოვახერხებთ კიდევ 200 000 სამუშაო ადგილის შექმნას; 4 წელიწადში ჩვენ მოვიზიდეთ 33%-ით მეტი ინვესტიცია, ვიდრე წინა ხელისუფლებამ გააკეთა, დავაგეთ 2,5-ჯერ მეტი ავტობანი, ვიდრე წინა ხელისუფლებამ, 56 %-ით გავზარდეთ მშენებლობის ტემპები ქვეყანაში, ვიდრე წინა ხელისუფლებამ და 2,6 მილიარდი მოვიზიდეთ ენერგეტიკაში. აი, ეს არის ჩვენი შედეგები, ამიტომაც გვჯერა, რომ ხალხი დაგვიჭერს მხარს. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ პროგრესს. ახლა არის სწრაფი განვითარების დრო და მე ვპირდები მოსახლეობას, რომ ის ოპოზიციური პარტიები და ლიდერები, რომლებმაც უკვე რამდენჯერმე მოატყუეს საზოგადოება, რომლებიც ესროდნენ გაზისა და პლასტმასის ტყვიებს და თვალები დაუბრმავეს ადამიანებს, რომლებიც დღესაც რაღაც არეულობის სცენარებს ქმნიან, ვერ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. ხალხი 8 ოქტომბერს მათ გასცემს საკადრის პასუხს, _ განაცხადა თალაკვაძემ.

_ ბატონო არჩილ, როგორ არის ასახული თქვენ მიერ გახორციელებული პროგრესი და თუ შეიძლება, რომ სტატისტიკა გვითხრათ…

_ ეს ასახულია 56 000 სამუშაო ადგილში; 2,2 მლნ ადამიანი ჰყავს მოსარგებლე მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული სამედიცინო სერვისები, რომელიც რომ არ დაეფინანსებინა სახელმწიფოს, აუცილებლად გამოიწვევდა იმ ოჯახების კიდევ უფრო გაღარიბებას; ეს არის C ჰეპატიტის პროგრამა, რომლის გარეშეც 200 000 ადამიანი განწირული იყო და ჩვენ დღეს მოვახერხეთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით, ამ პროგრამის დაწყება _ 84 ათასი დოლარის ღირებულების მკურნალობა ხელმისაწვდომია ყველა მოქალაქისთვის. ეს არის ის, რაც იწვევდა სიღარიბეს. ჩვენ მოვახერხეთ დევნილების საცხოვრისით დაკმაყოფილება ბევრად უფრო მეტად, ვიდრე ეს ოდესმე მომხდარა. ახლა ვაშენებთ კიდევ 26 თორმეტსართულიან და 20 თექვსმეტსართულიან კორპუსს იმერეთსა და სამეგრელოში, სადაც კიდევ უფრო მეტი ადამიანის დაკმაყოფილება მოხდება საცხოვრისით. აი, ეს არის სიღარიბესთან ბრძოლა. ჩვენ დავიწყეთ ხალხზე ორიენტირებული პროგრამები ყველა სფეროში, რომლითაც 542 ათასი ადამიანი ამოვიყვანეთ სიღატაკიდან. რაც, თქმა უნდა, არ არის საკმარისი და ამ საქმეს აუცილებლად გავაგრძელებთ.

_ შეგიძლიათ მითხრათ, კონკრეტულად რამდენი ადამიანი დასაქმდა ოზურგეთში თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს?

_ მე შემიძლია, გითხრათ საერთო რიცხვი _ 56 000 სამუშაო ადგილი შევქმენით მთელს ქვეყანაში. ეს მეტწილად შეიქმნა რეგიონებში და მათ შორის, ოზურგეთშიც. თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც რეგიონებში გახორციელდა, სამუშაო ადგილებს ქმნიდა? თუ იმაში გეპარებათ ეჭვი, რომ საწარმოები გაიხსნა, გაიზარდა ექსპორტისა და პირდაპირი ინვესტიციების მაჩვენებელი _ ეს სამუშაო ადგილებს არ შექმნიდა?! 26 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა სოფლის მეურნეობის პროგრამებით; გაიზარდა დახნული და ირიგაციით უზრუნველყოფილი მიწების ფართობი. ასევე, "აწარმოე საქართველოში" არის წარმატებული პროგრამა, რომელიც ეროვნული წარმოების აღორძინებას უწყობს ხელს. მხოლოდ ნახევარი მილიარდი გვაქვს ჩადებული ამ პროგრამაში და 1 000-ზე მეტი საწარმო ინიციატივაა დაწყებული. ტურიზმი რომ ჰქონდა თქვენ ხელისუფლებას საამაყოდ, ჩვენ მოვახერხეთ გაგვეზარდა ტურიზმით მიღებული შემოსავალი 1 მილიარდით.

_ მაგრამ, გურიაში ამ მხრივ არაფერი გაკეთებულა.

_ როგორ არ გაკეთებულა?! გურიაში გაკეთდა გზები, წყლის ინფრასტრუქტურა, აშენდა ახალი ბაღები, ახალი ფერმერული მეურნეობები…

_ თუ შეიძლება, ფაქტებით ისაუბრეთ! 2012 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც თქვენ მოხვედით ხელისუფლებაში, რამდენი მეტრი გზა დააგეთ გომისმთის მიმართულებით? ეს მაშინ, როცა საუბრობთ ტურიზმის განვითარებაზე, _ მიმართა მჟავანაძემ თალაკვაძეს.

_ ჩვენ დავაგეთ 2.5-ჯერ მეტი გზა, ვიდრე თქვენმა ხელისუფლებამ და საერთოდ, შეგიძლიათ მაჩვენოთ, სად არის გომისმთა? გომისმთის განვითარება ჩვენ დავიწყეთ და თქვენ კი საერთოდ არ გახსოვდათ, _ აღნიშნა ‘ქართული ოცნების" კანდიდატმა.

დავით მჟავანაძე: _ მითხარით რამდენი მეტრით გააგრძელეთ იმ ბულვარის მშენებლობა, რომელიც 2012 წელს დავიწყეთ ურეკში? რა გააკეთეთ ბახმაროში? თქვენ უნდა აგირჩიოთ ოზურგეთელებმა და გურულებმა, ამიტომ ისაუბრეთ მათი გადმოსახედიდან! ამ ადამიანებმა რა ხეირი მიიღეს?

 არჩილ თალაკვაძე: _ ხეირი თქვენ მიიღეთ ხელისუფლებაში ყოფნისას! თქვენ იხეირეთ ხალხის ხარჯზე! ჩვენ ხეირზე არ ვართ ორიენტირებულები. საერთოდ, თქვენ ბულვარზე როგორ საუბრობთ? კონკრეტული რიცხვები თუ გაინტერესებთ, გიპასუხებთ. არ მოგწონთ ეს მონაცემები, როგორც ვატყობ. გურიაში რა პროექტებიც გახორციელდა, თუნდაც ურეკში ან შეკვეთილში, თქვენ ვერასოდეს პრეტენზია ვერ გექნებათ მსგავს პროექტებზე. ურეკში გაკეთდა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი _ "ბლექ სი არენა". იგი ემსახურება მთელ საქართველოს და რეგიონს, მოაქვს დიდი შემოსავალი გურიისთვის.

დავით მჟავანაძე: _ ურეკში, სადაც უნდა ყოფილიყო ბულვარი, თქვენ ტუალეტები ჩადგით.

 არჩილ თალაკვაძე: _ ტუალეტები თქვენ იყიდეთ მილიონ ლარად და ეს საზოგადოებას ახსოვს! ასევე გეტყვით, რომ გომისმთა ჩვენი პროექტია. თქვენ გომისმთის მისამართიც არ იცოდით. ეს არის ჩვენი პროექტი და ეს პროექტი დაიწყო გამგებელმა. გომისმთა ახალი ბრენდია. წყალსაც და ელექტროენერგიის პროექტსაც ჩვენ ვაკეთებთ იქ. თქვენ ისტერიულად იმეორებთ – "პასუხის გაცემა არ გინდათ, პასუხის გაცემა არ გინდათ!" თქვენ გინდათ პასუხის მოსმენა? ელემენტარული კულტურაა, რომ შეკითხვებზე მოისმინოთ პასუხები.

"გურია ნიუსის" რეპლიკაზე, რას იტყოდა ბახმაროს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ "ბახმარო ეკუთვნის ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქს, ამიტომ ბახმაროზე "ქართული ოცნების" ლანჩხუთისა და ჩოხატაურის კანდიდატი ისაუბრებდა.

 გადაცემის დასასრულს სტუმრებს ზუსტად 3-3 წუთი მიეცათ იმისთვის, რომ ამომრჩევლისთვის მიემართათ და ეთქვათ, რატომ უნდა დაუჭიროთ მათ მხარი

 დავით მჟავანაძე: _ პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ამომრჩეველი კონკრეტულ პიროვნებებს არ უნდა აძლევდეს ხმას, არამედ იმ პროგრამას, იმ გეგმას, რასაც სთავაზობს პოლიტიკური პარტიები. მთავარია ერთი რამ _ ქვეყანას სჭირდება ცვლილება, ცვლილებას კი _ პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც შეუძლია ამ სიტუაციიდან ქვეყნის გამოყვანა. რომელმაც წარსულში დაანახა ყველას, რომ შეუძლია საქმე გააკეთოს. ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ, თუმცა, ეს არ არის საკმარისი. დღეს ვდგავართ ახალი გამოწვევების წინაშე. ზუსტად "ნაციონალური მოძრაობა" არის ის ძალა, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას ამ მძიმე კრიზისული მდგომარეობიდან. რაც ყველაზე მთავარია, ამომრჩეველმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება არა იმაზე, ვინ როგორ ლამაზად შეფუთავს დაპირებებს, არამედ, ვინ არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა. "ნაციონალური მოძრაობა", ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, შეასრულებს ყველა დაპირებას, მათ შორის, მერიის აეროპორტს _ გურიისთვის და ოზურგეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტს, ასევე ეს იქნება სატრანსპორტო-საჰაერო-სარკინიგზო ლოჯისტიკის ცენტრები, რომელთა გახორციელების შედეგად, ოზურგეთში შეიქმნება დიდი სავაჭრო ცენტრი, რაც ოზურგეთის ბიუჯეტს მოუტანს დამატებით მილიონ ლარს და ზოგადად, მუნიციპალიტეტის განვითარებას შეუწყობს ხელს. ეს არის ოზურგეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ასევე გავაგრძელებ ტურიზმის მიმართულებებზე საუბარს _ სამთო და საზღვაო ტურიზმი. ჩვენ დავნერგავთ ახალ მიმართულებებს _ "უაილდ უოთჩინგი," "ბირდ უოთჩინგი," და ა. შ. ეს არის გურიისთვის სპეციფიკურად დამახასიათებელი და მთავარი ჩვენი მესიჯები _ ჩვენ უნდა მოგვცენ ხმა იმისთვის, რომ პირველ რიგში, ამომრჩეველმა შეადაროს "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" დაპირება, მიხვდეს, რომელი პოლიტიკური პარტია არის პასუხისმგებლიანი და ვინ რას პირდება. ჩვენ გპირდებით, რომ როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ, 50 ლარით გავზრდით პენსიას, მასწავლებლის ხელფასი იქნება 650 ლარიდან, ჩვენი ხელისუფლების პირობებში გავაუქმებთ სუს-ს და ფინანსურ პოლიციას. ასევე, შევამცირებთ ეკონომიკურ გადასახადებს. არჩილისთვისაც საინტერესო იქნება, შეადაროს ჩვენი და მათი ბუკლეტების გავრცელების პერიოდი _ როდის წარმოადგინოს საერთოდ საკუთარი პროგრამა.

არჩილ თალაკვაძე: _ ჩვენ შეგვიძლია მივიყვანოთ ქვეყანა კეთილდღეობამდე, უზრუნველვყოთ სწრაფი განვითარება და თავისუფლება. ამისთვის უკვე შევქმენით ყველანაირი საფუძველი. 9 ოქტომბრიდან ჩვენ შევუდგებით საქმის კეთებას სწრაფი ტემპებით. ამაში ვერ შეგვიშლის ხელს ჩვენი ვერც ერთი ოპონენტი. ჩვენ შევქმნით 200 000 ახალ სამუშაო ადგილს; მოვახდენთ განათლების სისტემის რეფორმას და მოვიყვანთ მას თანხვედრაში თანამედროვე ეკონომიკის მოთხოვნებთან. ჩვენ განვავითარებთ ინფრასტრუქტურას ოზურგეთში და მთელს ქვეყანაში _ ეს არ არის მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანი, რომელიც მალე დასრულდება. ეს არის სხვა გზებიც, რომელშიც 3,5 მილიარდის ინვესტირებას ვაპირებთ. ასევე, გავაძლიერებთ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას მედიკამენტების კუთხით. ბოლომდე მივიყვანთ იმ რეფორმებს და საქმეს, რომელიც დაწყებული გვაქვს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში _ ეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ევროატლანტიკური კურსი და ვიზალიბერალიზაცია. ჩვენ გავაგრძელებთ სოფლის მხარდაჭერას ძალიან ეფექტურად, მეწარმეებს დავეხმარებით პროგრამის _ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში; იქნება შეღავათიანი სესხები სოფლის მეურნეობაში და მიზნობრივი საგრანტო დახმარებები, რათა გვქონდეს მეტი მეწარმეობა და მეტი საწარმო ამუშავდეს სოფელში, გლეხებმა მეტი დოვლათი და შემოსავალი მიიღონ.

ჩვენ გვყავს განახლებული, თანამედროვე გუნდი. არა "პოლიტიკანები" _ არამედ ტექნოკრატი, თანამედროვე პოლიტიკოსები; ადამიანები კარგი განათლებით; გვყავს წესიერი, განათლებული, სწორი ხედვის მქონე ლიდერი _ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელსაც აქვს ეკონომიკური განვითარების კარგი ხედვა და სამოქმედო გეგმა.

რაც შეეხება გურიას, გპირდებით, გომისმთასთან ერთად, ჩვენ გავახროციელებთ სხვა ტურისტულ პროექტებსაც სოფლებში, სადაც არის ტურისტული პოტენციალი; შევამცირებთ გადასახადებს, გავზრდით პენსიებს ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად; სოციალური დახმარებების სისტემას გავხდით უფრო სამართლიანს და მიმართულს _ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მიღების უფლება სოციალური დახმარების მოხსნა-დანიშვნაზე გადმონაწილდეს ადგილობრივ თვითმმართველობასა და სოფლის თემზე. ასევე, ჩვენ შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს ოზურგეთში ინოვაციური ბიზნესპროექტების დაფინანსებით, მათ შორის "ტექნოპარკის" საშუალებით. ახალგაზრდებს დავეხმარებით დასაქმებაში და რაც მთავარია, ამ ყველაფერს უზრუნველვყოფთ ადამიანების უფლებებისა და თავისუფლების დაცვით.

გადაცემის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ აქ.

"Post ალიონის" და "გურია ნიუსის" ერთობლივი პროექტი "ა’რჩევანი: "არ იქნება წინსვლა, თუ დაგვეზარა მისვლა!"
ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"9 დღეც მოვითმინოთ და დასრულდება" _ ბიძინა ივანიშვილი

მიხეილ სააკაშვილს ძალიან კარგი საკანი ელოდება - ივანიშვილი

ყველა სიახლე

საზოგადოება

ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო _ რა ეღირება ის

10:37; 12.01.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

10:15; 12.01.2026
ზაფრანი

როგორ უნდა დავძლიოთ სიზარმაცე

10:13; 12.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს სურნელი

10:11; 12.01.2026
ზაფრანი

მომავლის პროგნოზირება

10:08; 12.01.2026
ზაფრანი

2026 წლის ჰოროსკოპი

10:07; 12.01.2026
საზოგადოება

“დედამ ცოტახნით, მაგრამ მაგარი ბიჭი აჩუქა დედამიწას”

19:22; 11.01.2026
ზაფრანი

უცხოპლანეტელების გამოჩენა და მესამე მსოფლიო ომის დაწყება – რას წინასწარმეტყველებდა ვანგა 2026 წლისთვის

19:09; 11.01.2026
პოლიტიკა

მესამე მსოფლიო ომი უკვე აქტიურ ფაზაშია _ გია ხუხაშვილი

19:02; 11.01.2026
საზოგადოება

დიდთოვლობის გამო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია დაწესებული – განახლებული ინფორმაცია

18:24; 11.01.2026
საზოგადოება

ფოთელ პედაგოგს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გაუვრცელეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს

16:23; 11.01.2026
ზაფრანი

როდის და როგორ უნდა აიღოთ ნაძვის ხე, რომ მთელი წელი წარმატებული გქონდეთ

14:27; 11.01.2026
საზოგადოება

წავიდა… უდიდესი კაცი და არტისტი… _ ოზურგეთის თეატრის მსახიობი გარდაიცვალა

14:14; 11.01.2026
საზოგადოება

კათოლიკური ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს

13:19; 11.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც უახლოესი პერიოდის განმავლობაში ოცნებების ასრულება ელის

13:15; 11.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო