სირიის არმიის მიერ ალეპოს დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 96 ბავშვი დაიღუპა და 223 დაშავდა, _ინფორმაციას გაერო-ს ბავშვთა ფონდი ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ამჟამად საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, უმძიმესი სიტუაციაა შექმნილი. აღნიშნულ რაიონში დარჩა მხოლოდ 30 ექიმი, არსებობს სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტი, დაშავებულთა რაოდენობა კი დღითი დღე იზრდება.
“ბავშვებზე ძალადობას და ადამიანის სიცოცხლის სრულ უგულვებელყოფას არანაირი გამართლება არა აქვს. ბავშვების ტანჯვა ყველაზე ცუდი რამ არის, რაც კი გვინახავს“, – განაცხადა გაერო-ს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ჯასტინ ფორსაიტმა.
იუნისეფ-ში აცხადებენ, რომ ხშირად ბავშვები იღუპებიან, რადგან აღჭურვილობისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო მათთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევა შეუძლებელია.
სირიის არმიამ ალეპოზე შეტევითი ოპერაცია 19 სექტემბერს დაიწყო.