იტალიის პრემიერ-მინისტრი,მატეო რენცი, დიდი ბრიტანეთს ევროკავშირის უფლებების შესახებ აფრთხილებს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეუძლებელია ბრექსითის პირობების მიხედვით ევროკავშირასა და ბრიტანეთს შორის შეთანხმება შედგეს.
როგორც ცნობილია, ბრექსითის მიხედვით, ბრიტანეთს მეტი უფლებები უნდა ჰქონდეს ვიდრე ევროკავშირის არა წევრ ქვეყნებს.
მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მას პატივი უნდა სცენ.
„დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ მომავლის გზა თვითონ აირჩია. ამ ვითარებაში, რაც ჩვენ შეგვიძლია, ავაშენოთ საუკეთესო ალიანსი დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის სამომავლო ურთიერთობებისთვის, რადგან მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიქნებით,“_განაცხადა რენციმ.
ამავე თემაზე:
ევროკავშირის ლიდერები ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლისთვის ემზადებიან
ევროპარლამენტი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურების დაწყებას ითხოვს
რატომ გავიდა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან _BBC მიზეზებს აქვეყნებს
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა გაიმარჯვეს