https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საკრებულო, “თარომინგრეული” გამგეობა და… სამოქალაქო მონაწილეობა

13:01; 16.01.2011
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მოქმედი კანონმდებლობა სამოქალაქო მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის გახორციელების უმთავრეს და ამოსავალ პრინციპად მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, თვითმმართველობა ვალდებულია, უზრუნველყოს თავისი ორგანოების საქმიანობის საჯაროობა და გამჭვირვალობა და, რაც მთავარია, საზოგადოების წარმომადგენელთა პრაქტიკული ჩართვა მათ საქმიანობაში.
როგორც ცნობილია, 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების შედეგად, ახალი მოწვევის თვითმმართველობების ორგანოთა დაკომპლექტების შემდეგ, უკვე ნახევარ წელიწადზე მეტი გავიდა; შესაბამისად, უკვე შესაძლებელია გარკვეული დასკვნებისა და შეფასებების გაკეთება. ამჟამად მკითხველს ვთავაზობთ ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო მონაწილეობისა და გამჭვირვალობის კუთხით არსებული სიტუაციის ჩვენეულ ანალიზს; კერძოდ, ანალიზი შეეხება იმას, თუ რამდენად აქცევდნენ ყურადღებას აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ახალი მოწვევის თვითმმართველობის ორგანოები ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართვისა და მათი ინფორმირებულობის საკითხებს, რამდენად გრძნობდნენ ისინი თავს ანგარიშვალდებულად საკუთარი მოსახლეობის წინაშე.
მაშ ასე, მივყვეთ თანმიმდევრობით.

მოსახლეობის წინასწარი ინფორმირება
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, რასაც კანონი (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი) ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების კუთხით, _ ესაა ადმინისტრაციული წარმოება ნორმატიული აქტის მიღებასთან დაკავშირებით. მკითხველისთვის რომ უფრო ადვილად გასაგები იყოს, თუ რაზეა საუბარი, აღვნიშნავთ, რომ ადმინისტრაციული წარმოების უმთავრესი არსია, საკრებულო, როგორც კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია, მის მიერ განსახილველი ნორმატიული აქტის _ საკრებულოს დადგენილებების პროექტები რეგულარულად გამოაქვეყნოს; ამასთან, გამოქვეყნებიდან არანაკლებ ოცდღიანი ვადა მაინც უნდა იყოს გათვალისწინებული საიმისოდ, რომ ამ ხნის განმავლობაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტის გაცნობის, თავისი შენიშვნების, მოსაზრებებისა და წინადადებების წერილობით წარდგენის შესაძლებლობა. აღნიშნულ საკითხთან პირდაპირ და უშუალო კავშირშია კიდევ ერთი კანონისმიერი, არანაკლებ მნიშვნელოვანი მექანიზმი _ საკრებულოს ვალდებულება, საზოგადოების წინასწარი ინფორმირების მიზნით, ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოაცხადოს თავისი მომავალი სხდომის შესახებ (სხდომის თარიღი, დრო, ადგილი, დღის წესრიგი).
რა შეიძლება ითქვას ამ კუთხით?
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო მეტნაკლები სტაბილურობით კვლავ აგრძელებდა ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნების დაცვას _ ოღონდ, საკრებულო ნორმატიული აქტის პროექტებსა და ცნობას ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, ძირითადად მუნიციპალიტეტის მთავარ ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე აკრავდა (იშვიათად ადგილობრივ პრესაშიც აქვეყნებდა); შესაბამისად, ფორმალური თვალსაზრისით, აქ ასევე მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული იყო საკრებულოს სხდომის შესახებ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციული მონაცემების ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოცხადების (მოსახლეობის ინფორმირების) საკითხი.
აშკარად სასიკეთო კუთხით შეიცვალა ამ მხრივ სიტუაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც. თუკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულო ისე იქცა ისტორიის კუთვნილებად, რომ ერთი ნორმატიული აქტის მიმართაც კი სრულყოფილად ბოლომდე ვერ განახორციელა ადმინისტრაციული წარმოება და ისე ამოწურა თავისი უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა, რომ ვერა და ვერ გაერკვა, საერთოდ, რა “ხილი” იყო ადმინისტრაციული წარმოება და რა მნიშვნელობა/დანიშნულება ჰქონდა მას, სამაგიეროდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულომ მოკლე ხნის განმავლობაში მოახერხა სრულყოფილად (და, რაც მთავარია,  კანონის შესაბამისად) დაენერგა ადმინისტრაციული წარმოება ნორმატიული აქტის მიღებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ თავიდან პრობლემები იყო თავად საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით და ადგილობრივ პრესაში მხოლოდ ცნობა ქვეყნდებოდა ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე, მაგრამ მოგვიანებით ეს ხარვეზიც გამოასწორა _ ნორმატიული აქტის პროექტების გამოქვეყნების საკითხში საკრებულომ აქტიურად დაიწყო (და დღემდე სტაბილურად აგრძელებს) თავისი ვებ-გვერდის გამოყენება, რის შესაძლებლობასაც კანონი ითვალისწინებს. ადმინისტრაციული წარმოების საკითხის სრულფასოვნად მოწესრიგებამ თავისთავად განაპირობა ის, რომ საკრებულო იცავს ასევე მისი მომავალი სხდომის შესახებ სავალდებულო ინფორმაციული მონაცემების ერთი კვირით ადრე გამოქვეყნების კანონისმიერ ვალდებულებასაც. ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სასახელოდ უნდა ითქვას ისიც, რომ იგი, თავის სხდომამდე დაახლოებით ორი-სამი დღით ადრე, თითქმის ყოველთვის სტაბილურად ახდენს სხდომის დღის წესრიგში შემავალი ნორმატიული აქტის პროექტების საჯარო განხილვას. შესაბამისი ინფორმაცია საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე და საკრებულოს ვებ-გვერდზე ქვეყნდება. ის, რომ სამოქალაქო საზოგადოება პასიურობს და ნაკლებად ესწრება საჯარო განხილვებს, ცალკე მსჯელობის საგანია, მაგრამ საკრებულოს მცდელობა და ძალისხმევა რომ ნამდვილად მისასალმებელი და დასაფასებელია, ეს უდავოა.

საკრებულოს ნორმატიული აქტების გამოქვეყნება
როგორც წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციონირების უმთავრეს გამოხატულებას მის მიერ სამართლებრივი, განსაკუთრებით კი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების მიღება წარმოადგენს. თავის მხრივ, ეს ნორმატიული აქტები მოსახლეობაზე, მის ინფორმირებაზე უნდა იყოს გათვლილი. ისიც უდავოა, რომ რიგით მოქალაქეებს უპრობლემოდ უნდა მიუწვდებოდეს ხელი მათზე და თავისუფლად უნდა შეეძლოს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიღებული აქტების გაცნობა. ამის ყველაზე ადვილი და მოსახერხებელი გზა მათი გამოქვეყნებაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონიც სწორედ ნორმატიული აქტის დადგენილი წესით გამოქვეყნებას უკავშირებს მის ძალაში შესვლას. ადგილობრივმა საკრებულოებმა იმგვარად განსაზღვრული წესით უნდა მოახდინონ თავიანთი დადგენილებების ოფიციალური გამოქვეყნება, რაც მოსახლეობას მისცემს მათი თავისუფლად გაცნობის საშუალებას.
მოდით, ვნახოთ, რა სიტუაცია გვაქვს საკრებულოს ნორმატიული აქტების გამოქვეყნების მხრივ ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, რამდენად ხდება მათი გამოქვეყნება “დადგენილი წესის” შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ თუკი საკრებულოს ნორმატიული აქტების დადგენილი წესის შესაბამისად გამოქვეყნების საკითხი მუდმივად პრობლემური იყო წინა მოწვევის საკრებულოებში, გამოქვეყნების საკითხი საბოლოოდ მოწესრიგდა მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა ახალი კანონი “ნორმატიული აქტების შესახებ”. საქმე ისაა, რომ ამ კანონის თანახმად, ნორმატიული აქტის ოფიციალურ (იურიდიული ძალის მქონე) გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებ-გვერდზე პირველად გამოქვეყნება (იხ. მუხ. 26.1). მართალია, “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნების შემდეგ საკრებულო უფლებამოსილია სხვა საშუალებებითაც გამოაქვეყნოს თავისი ნორმატიული აქტები, მაგრამ ოფიციალურ გამოქვეყნებას, რომელსაც იურიდიული შედეგები უკავშირდება, მაინც “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებ-გვერდზე გამოქვეყნება წარმოადგენს.
როგორც ოზურგეთის, ისე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოც თავიანთ დებულებებში განსაზღვრავს საკრებულოს დადგენილებების გამოქვეყნების დამატებით საშუალებებსაც; ეს დამატებითი საშუალებები, ოფიციალური გამოქვეყნების შემდეგ, ძირითადად ითვალისწინებს ნორმატიული აქტების სრული ტექსტის გამოქვეყნებას საკრებულოს ვებ-გვერდსა და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში (იხ. ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებები, მუხ. 108.4). შესაძლოა, ეს დამატებითი საშუალებები არ იყოს ისეთი ეფექტური, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს მოსახლეობას შესაძლებლობით თავისუფლად გაეცნოს ნორმატიულ აქტებს და გაცილებით უფრო სასურველი იქნებოდა დამატებით მათი ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნება, მაგრამ გასაგებია, რომ ეს დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული; რაც მთავარია, როგორც ოზურგეთის, ისე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დადგენილი საკრებულოს ნორმატიული აქტების გამოქვეყნების წესი სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

საბიუჯეტო პროცესებში მოსახლეობის ჩართვა
სამოქალაქო მონაწილეობის რეალურად უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი _ ესაა საბიუჯეტო პროცესებში მოსახლეობის ჩართვის ვალდებულება. 
ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს ფუნქციონირების პერიოდში გახორციელებული საქმიანობის ანალიზიდან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ თვითმმართველობის წარმომადგენლობითმა ორგანომ ორივე მუნიციპალიტეტში სრულყოფილად განახორციელა ადმინისტრაციული წარმოება 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცებასთან მიმართებაში: კერძოდ, ორივეგან დადგენილი წესით გამოქვეყნდა 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი და ცნობა ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე. ყველა დაინტერესებულ პირს ორივე მუნიციპალიტეტში ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ საკრებულოში წარედგინათ თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები ბიუჯეტის პროექტთან მიმართებაში. ისიც აღსანიშნავია, რომ ორივე მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოეწყო ბიუჯეტის პროექტის სამდღიანი საჯარო განხილვა, რომლის შესახებაც ინფორმაცია წინასწარ იყო გავრცელებული ადგილობრივი პრესის საშუალებებში; შესაბამისად, საჯარო განხილვისას ყველა დაინტერესებულ პირს თავისუფლად შეეძლო დასწრება და განხილვაში მონაწილეობის მიღება.

რამდენად ხელმისაწვდომი იყო საჯარო ინფორმაცია?
როგორც წესი, კანონი ნებისმიერ მსურველ და დაინტერესებულ პირს აძლევს უფლებას, წერილობითი განცხადებით მიმართოს თვითმმართველობის ორგანოებსა თუ თანამდებობის პირებს და მიიღოს მათგან მისთვის საინტერესო, ნებისმიერი სახის საჯარო ინფორმაცია. ამასთან, საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს დაუყოვნებლივ. კანონი მხოლოდ სამ გამონაკლის შემთხვევას იცნობს, როდესაც საჯარო დაწესებულებას მოთხოვნილი ინფორმაციის გასაცემად შეუძლია გამოიყენოს არაუმეტეს ათ დღემდე ვადისა. კერძოდ, საჯარო ინფორმაცია არაუგვიანეს 10 დღის ვადაში უნდა გაიცეს, თუ მის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს: ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას; ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას; გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას. ამ სამი გამონაკლისი შემთხვევისა გარდა, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გაიცეს.
ბუნებრივია, საინტერესოა, როგორი იყო საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში გასული ოთხი წლის განმავლობაში არსებული სიტუაცია.
აღსანიშნავია, რომ ორივე მუნიციპალიტეტში საკრებულოდან ინფორმაციის გამოთხოვისა და მიღებისას რაიმე მნიშვნელოვან პრობლემას ან კანონდარღვევას არ შევხვედრივართ _ ორივე მუნიციპალიტეტის საკრებულო ყოველნაირად ცდილობდა დროულად მოეწოდებინა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. თუმცა იგივეს თქმა არანაირად არ შეიძლება ამ მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ რგოლზე (გამგებელი/გამგეობა) _ გამგეობა თითქმის ყოველ შემთხვევაში (მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა ამისი საფუძველი) საჯარო ინფორმაციის გაცემისას ათდღიან ვადას ითხოვდა და უმეტეს შემთხვევაში ამ ათდღიან ვადასაც მნიშვნელოვნად არღვევდა; იყო შემთხვევები, როდესაც გამგეობა ოც დღეზე მეტი ხნითაც აცილებდა კანონით დადგენილ ვადას. ასე, მაგალითად, 2010 წლის 26 ნოემბერს წერილობითი განცხადებით მივმართეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოვითხოვეთ, მოეწოდებინათ ჩვენთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2009 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამოცემული ბრძანებების ასლები; ინფორმაცია, როგორც იქნა, 16 დეკემბერს მივიღეთ (ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქმეში საკრებულოს თავმჯდომარე ჩაერია), ინფორმაციის დაგვიანების მიზეზი კი გამგეობაში ასე აგვიხსნეს _ გამგეობის იურისტს თარო ჩამოენგრა და ბრძანებების “პაპკა” იატაკზეა მიმობნეული, თავს და ბოლოს ვერ მიაგნებ, ისეთ დღეშიაო. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, სანამ “თარომინგრეული” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა “გრენლანდიას” (უკაცრავად, სარესტავრაციო თაროს) კვლავ გაამაგრებდა და ბრძანებების “პაპკასაც” ისე დაალაგებდა, როგორც საჭიროება მოითხოვდა, არც მეტი, არც ნაკლები, სრული ოცი დღე და, პარალელურად, ლოდინით გულიც გაილია. არადა, ძვირფასო მკითხველო, თავად განსაჯე, როგორი საქმეა, როდესაც ინფორმაცია, კანონის თანახმად, დაუყოვნებლივ გეკუთვნის და ამ დროს გამგეობა შენს მიერ მოთხოვნილი, წესით და რიგით, უკვე “მზა” ფორმით არსებული დოკუმენტის ასლის მისაღებად საუკეთესო შემთხვევაში ათ დღეს, ხოლო უმეტეს შემთხვევაში კი _ კიდევ უფრო მეტ ხანს გალოდინებს, თან, როდესაც ყოველივე ამას არა გამონაკლისის, არამედ სისტემატური ხასიათი გააჩნია. თქმული თანაბრად ეხება როგორც ოზურგეთის, ისე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასაც. თუმცა რას იზამ, როგორც ჩანს, გამგეობებს არამარტო ოზურგეთსა და ჩოხატაურში, არამედ, ზოგადად, საქართველოში დღემდე არ გამოუჩნდა ისეთი პატრონი, რომელიც პასუხს აგებინებს ასეთი ხანგრძლივი ვადით “თაროს ჩამონგრევის” შემთხვევებში.
მოკლედ, ასეთი გახლავთ ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში გასული ოთხი წლის განმავლობაში გამჭვირვალობისა და სამოქალაქო მონაწილეობის კუთხით არსებული სიტუაციის ზოგადი ანალიზი.

საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – გვაქვს მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით

12:22; 7 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

“მე წავალ, მე დავჯდები, ჩემი გულისთვის ვის დავაჭერინებ?” _ ვასილ ჩიგოგიძე

11:32; 7 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კახა კალაძე – კატასტროფა ხდება! ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია, რებრენდინგი სჭირდება!

14:45; 6 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი – ყველაზე შეიძლება გირაოს გამოყენება, ხაბეიშვილის გარდა, მაგრამ გზის ფულიც არ მაქვს, რომ გამიშვან

14:27; 6 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რუსეთს ეკონომიკურ ზიანს ვერ მოუტანდა თეორიული სანქციები, საქართველოსთვის კი ექნებოდა სერიოზული ეფექტი

18:44; 5 თებერვალი, 2026

ჰეიდა, აგუნა!

"სპილოები" ოზურგეთის თეატრში

ყველა სიახლე

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს

18:39; 7.02.2026
საზოგადოება

როგორ იზრდებიან ზარმაცი შვილები – რა არის ამ დროს მშობლის ბრალი

15:28; 7.02.2026
საზოგადოება

იგეგმება თუ არა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარემონტო სამუშაოების დაწყება

15:22; 7.02.2026
სამართალი

შსს: ამოღებულია ტყვიამფრქვევი, 2 მჭიდი, 26 საბრძოლო ვაზნა და „გამომშრალი მარიხუანა“

15:08; 7.02.2026
საზოგადოება

მამალაძე, იქ, სადაც მიდიხარ, ვერ გაგიშვებთ _ სკოლა დაღუპულ მოსწავლეს ემშვიდობება

15:01; 7.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – გვაქვს მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით

12:22; 7.02.2026
საზოგადოება

ხვალიდან ამინდი მკვეთრად უარესდება _ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

12:03; 7.02.2026
პოლიტიკა

“მე წავალ, მე დავჯდები, ჩემი გულისთვის ვის დავაჭერინებ?” _ ვასილ ჩიგოგიძე

11:32; 7.02.2026
Businessman, builder, nurse, architect. Isolated over white background
ზაფრანი

რომელი პროფესია უნდა აირჩიოთ   

10:33; 7.02.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშანთა თილისმები   

10:32; 7.02.2026
ზაფრანი

რემონტი და ზოდიაქოს ნიშნები

10:31; 7.02.2026
ზაფრანი

სისუფთავე და ასტროლოგია   

10:29; 7.02.2026
სამართალი

“სანადირო თოფიდან ესროლა და მიიმალა” _ რა მოხდა გურიაში

10:26; 7.02.2026
საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის გუნდური ასპარეზობის პირველ საშეჯიბრო დღეს დაესწრო

10:16; 7.02.2026
სამართალი

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს _ მასშტაბური სპეცოპერაცია საქართველოში

10:11; 7.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო