ცოტა ხნის წინ ქვემო ფონიჭალაში, რუსთაველის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
ადგილობრივები "კურიერთან" საუბრის დროს აცხადებენ, რომ გაიგეს ყვირილის ხმა, მაგრამ დეტალები არ იციან.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ისინი "ქართული ოცნების" კონცერტზე იყვნენ მისულები.
თვითმხილველთა თქმით, ჯერ იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც შემდეგ დაპირისპირება მოჰყვა.
დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.