საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის ინფორმაციით, ევროსასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევმა კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.
აღნიშნულის შესახებ ხატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"სამართლიან ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი. დღეს, უთანასწორო ბრძოლაში ივანიშვილი, კვირიკაშვილი და წულუკიანი დავამარცხე, ევროპის საბჭომ საქართველოდან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარდგენილი მოსამართლეები ანუ "მურუსიძეები" დროებით დაბლოკა, როგორც მიუღებელი.
პატივცემულო თანამემამულენო! მთელი ჩემი ცხოვრება სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლას შევალიე მაგრამ , უწესო ადამიანიების მხრიდან მუდმივად ვაწყდებოდი ბარიკადებს . სამი თვის წინ მივწერე პრემიერ კვირიკაშვილს ღია წერილი არ გაებედა ევა გოცირიძის წარდგენა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, თორემ ქვეყანას ვაჭმევდი სირცხვილს, მგარამ არ დამიჯერა და წააგო. ივანიშვილის მილიარდები ევროპის საბჭოში არ ჭრის, აქ პატიოსანი ჩინოვნიკები აშენებენ ძლიერ ინსტიტუტებს, აქ არ არიან ივანიშვილები და სააკაშვილები , რომლებიც მურუსიძეების სასამართლოს ქმნიან.
სააკაშვილის რეჟიმმა შექმნა მურუსიძეების სასმართლო, ხოლო ივნაიშვილი გადაეფარა „მურუსიძეებს", რაც მალე, ივანიშვილს სააკაშვილის გზას გაუყენებს.
თუ გვინდა ქვეყანას ჰქონდეს მომავალი არ უნდა არსებობდეს „მურუსიძეების“ სამართალი", _ წერს ხატიაშვილი საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროსასამართლოში წარდგენილი კანდიდატების მხარდაჭერის შეჩერების გადაწყვეტილება სიაში არსებული პრობლემების გამო მიიღეს. გამორიცხული არ არის, კომიტეტმა თბილისის მიერ წარდგენილი სია უკან დააბრუნოს და ახალი შემადგენლობის დასახელება მოითხოვოს.