”ოპერატიული მუშაობის შედეგად გარკვეული იარაღი იქნა აღმოჩენილი. გაცხადდა, რომ თითქოს ამის შესახებ ინფორმაციას ფლობდა თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს", _ განაცხადა საქართველოს თავდაცვის მონისტრმა ლევან იზორიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, არსებობს დესტაბილიზაციის მცდელობის საფრთხეც, თუმცა, მისივე განმარტებით, ნებისმიერი მცდელობა თავიდანვე აღკვეთილი იქნება და ვერავინ შეძლებს, დაარღვიოს საარჩევნო სიმშვიდე.
”ოპერატიული მუშაობის შედეგად გარკვეული იარაღი იქნა აღმოჩენილი. გაცხადდა, რომ თითქოს ამის შესახებ ინფორმაციას ფლობდა თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. გამოძიების ფარგლებში თქვენ მიიღებთ დამატებით ინფორმაციას თუ რა მიზანს ემსახურებოდა ამ სამალავების შექმნა, თუმცა ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ რომ ყველანაირი მცდელობა დესტაბილიზაციისა, იქნება ძირშივე აღკვეთილი. მინდა კატეგორიულად განვაცხადო, რომ იმ წინასაარჩევნო სიმშვიდეს, რომელიც უზრუნველყოფილია და აღიარებულია საერთაშორისო პარტნიორების მიერ, არავის, იქნება ეს სააკაშვილი თუ სხვა, არ ექნება საშუალება ხელი შეუშალოს. შესაბამისად, საარჩევნო გარემოც და არჩევნების შემდეგ პერიოდიც იქნება აბსოლუტურად მშვიდი. ასე რომ, შეიძლება ვიღაცამ თხაროს გვირაბი და მივიდეს პატიმრობით საკუთარ საკნამდე, მაგრამ ხალხს და მოსახლეობას ექნება აბსოლუტური სიმშვიდე და დემოკრატიული პროცესების კანონის ფარგლებში განვითარების შესაძლებლობა“, _ განაცხადა თავდაცვის მინისრტმა.