გორის დემოკრატიის სკოლაში დღეს ,,ქართული ოცნების” კანდიდატებთან, იოსებ მაკრახიძესთან (ქ. გორი) და თემურ ხუბულურთან (გორის რაიონი) შეხვედრა მოეწყო. თავდაპირველად, მოწვეულმა სტუმრებმა ქალაქისა და რაიონის განვითარების მიმართულებით საკუთარი ხედვები გააჟღერეს, მოგვიანებით კი დამსწრეთა შეკითხევსაც უპასუხეს. "ქართული ოცნების" კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ კონკურენტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კენჭს რომ არ იყრიდეს, ხმას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას მისცემდა.
წყარო: www.mediagroup.wordpress.com