თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს:
"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აბრამ ზარიძე განზრახ მკვლელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 108-ე და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
სამართალდამცველებმა აბრამ ზარიძე 2016 წლის 7 თებერვალს ქ. თბილისში, ვ. დოლიძის ქუჩაზე დააკავეს. პირადი ჩხრეკისას მას შენახვისუფლებით მასზე რეგისტრირებული „მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი აღმოაჩნდა. აბრამ ზარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის11'-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა.