BBC-ის ინფორმაციით, 2016 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ავტოფაგიის იაპონელ აღმომჩენს, იოშინიორი ოჰსუმის გადაეცა.
მაუწყებლის ცნობით, ოჰსუმის ნაშრომები ეხმარება მედიცინას ახსნას თუ რა პროცესები მიმდინარეობს ცუდად, გარკვეული დაავადებების შემთხვევაში, როგორიცაა კიბო და პარკისონი, კერძოდ, გენზე, რომელიც არეგულირებს ამ "თვითმმართველობის ჭამის" პროცესს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პროცესის დროს სხეული საკუთარ უჯრედებს ანადგურებს, ხოლო ავტოფაგი არის სხეულის მიერ ბუნებრივი თავდაცვის უნარი, რასაც ადამიანის ორგანიზმი გადარჩენის მიზნით გამოიმუშავებს, თუმცა, არსებობს შემთხვევებიც, როდესაც დაავადების დამარცხებას ავტოფაგი ვერ ახერხებს, რის შედეგადაც დაავადება ვითარდება.
როგორც ცნობილია, გასულ წელს ნობელის პრემია აღნიშნულ დარგში სამმა მეცნიერმა გაინაწილა, რომლებიც მალარიასთან და სხვა ტროპიკული დაავადებების მკურნალობის განვითარების გზებზე მუშაობენ.
ამავე თემაზე: