”ნაციონალური მოძრაობის” მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა რურუა ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე თავისი შტაბის უფროსის, დავით ჯაფარიძის დაკავების შესახებ წერს. როგორც რურუა განმარტავს, ჯაფარიძეს იარაღი ჩაუდეს.
”ისტერიკაში ჩავარდნილმა ივანიშვილმა ჩემი შტაბის უფროსი დავით ჯაფარიძე იარაღის ჩადებით დააკავებინა წუხელ გვიან ღამით. ამ უკანონობას ორი მიზანი აქვს: დააშინონ ჩვენი მომხრეები და დეზორგანიზება შეიტანონ ჩვენს მუშაობაში. ცხადია, რომ არც ერთ ამ მიზანს განხორციელება არ უწერია. აუცილებლად ვიმარჯვებთ ხუთ დღეში სიმშვიდით, სიმტკიცით და ერთობით”, _ აცხადებს ნიკა რურუა.
დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯაფარიძე დაკავებულია 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. შსს-ში იარაღის ჩადებასთან დაკავშირებით რურუას ბრალდებას უარყოფენ.