ბიზნესმენი და მოდელი, კიმ კარდიშიანი, პარიზში იარაღის მუქარით 2-მა პოლიციის ფორმაში გადაცმულმა მამაკაცმა გაქურდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მძარცველებმა 6 მილიონი ევროს ღირებულების სამკაულები წაიღეს, ასევე ბეჭედი, რომლის ღირებულებაც 6 მილიონ ევროს შეადგენს.
პოლიციის ინფორმაციით, მძარცველებს კონსიერჟი ხელმძღვანელობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავები 5 ეჭვმიტანილს ეძებენ.
35 წლის ტელე ვარსკვლავის თქმით, ფიზიკურად უვნებელია, მაგრამ სტრესშია.
მაუწყებლის ინფორმაციით, კარდიშიანის მეუღლემ, რეპერმა კენი ვესტიმ მომხდარის გამო ნიუ-იორკში მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალზე გამოსვლა შეწყვიტა.
„ ვწუხვარ, საგანგებო ოჯახური მდგომარეობის გამო შოუ უნდა შევწყვიტო,“_განაცხადა მან.
როგორც ცნობილია, ვარსკვლავმა, რომელიც პარიზში მოდის კვირეულზე დედასთან და დასთან ერთად იმყოფებოდა საფრანგეთი უკვე დატოვა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია ძარცვის დროს სად იმყოფებოდა კიმ კარდიშიანისა და კენი ვესტის 2 შვილი, 3 წლისა ქალიშვილი ნორტა და 10 თვის ვაჟი სანტი.