BBC-ის ინფორმაციით, მოსკოვის საქალაქო სასამართლოში რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, რომელიც ვლადიმერ პუტინს საჯაროდ აკრიტიკებდა, გასულ წელს, კრემლთან ახლოს მოკლეს.
გავრცელებული ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილებს ნემცოვოს მოკვლისთვის თანხას შეპირდნენ, თუმცა ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, ნემცოვის ოჯახის წევრები შიშობენ, რომ ნამდვილ მკვლელს, რომელმაც მკვლელობის ბრძანება გასცა, გამოძიება ვერასდროს მიაგნებს.
ნემცოვის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, გამოძიება ობიექტურად და სრულყოფილად არ მიმდინარეობს, რაზეც საქმეში ვიდეო მტკიცებულებების ნაკლებობა მიუთითებს, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული რუსეთის ერთ-ერთ ცნობილი ღირსშესანიშნაობასთან მოხდა.
როგორც ცნობილია, ბორის ნემცოვი 1990-იან წლებში, ბორის ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში პირველი ვიცე-პრემიერი იყო, თუმცა პუტინის ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ ცნობილი ოპოზიციონერი ლიდერი გახდა, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებდა ეკონომიკის, კორუფციის და უკრაინის ომში ჩარევისთვის.
როგორც ცნობილია, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ნემცოვი რადიო ეთერით მსმენელებს მოუწოდებდა კვირის ბოლოს დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეერთებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, რომელსაც სამართალდამცავები მკვლელობის განხორციელებაში ადანაშაულებენ, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადაროვთან ოფიცრად ნამუშევარი, ზაურ დადაევია.
პროკურატურის ინფორმაციით, ზაურ დადაევმა 6 გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ბორის ნემცოვი დაიღუპა, გარდა ამისა, მას ჩეჩნური დაჯგუფების ლიდერადაც მოიხსენიებენ.
ასევე პროკურატურის ინფორმაციით, ავტომობილს, რომლითაც მკვლელობის ღამეს დამნაშავეები გადაადგილდებოდნენ, დადაევის ბიძაშვილი, ანზორ გუბაშევი მართავდა.
ასევე ცნობილია, რომ ავტომობილში კიდევე ერთი ეჭვმიტანილი, ბესლან შაბანოვი იმყოფებოდა, რომელიც მოგვიანებით ჩეჩნეთში დაკავებისას გარდაიცვალა.
პროკურატურის ინფორმაციითვე, ნემცოვის მკვლელობაში ბრალი კიდევ 3 პირს, რანზან ბახიევს, ტამერლან ესკერხანოვს და შაგიდ გუბაშევს ედებათ, თუმცა ისინი დანაშაულის ადგილას არ იმყოფებოდნენ.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ პირებს. დანაშაულის ორგანიზებასა და დამნაშავეების იარაღით მომარაგებაში ედებათ ბრალი.
ამავე თემაზე:
ნემცოვის ოჯახის ადვოკატი: ბრალდებულს არც შესაბამისი მოტივი ჰქონდა და არც ფული