რომის პაპის ვიზიტის დროს, სვეტიცხოველში, მამა სერაფიმეს მიერ არამეულ ენაზე შესრულებულმა სულისშემძვრელმა გალობამ მსოფლიო მასმედია აალაპარაკა. სხვადასხვა საიტზე განთავსებულ ვიდეოს უამრავი გამოხმაურება და საზოგადოების აღფრთოვანებული კომენტარები მოჰყვა. თავად მამა სერაფიმე კი აცხადებს, რომ „როგორი რეაქციაც უნდა ჰქონდეს მსოფლიოს, მე ღმერთს ვუგალობებ, მთავარია, ღმერთს ჰქონდეს ამაზე კეთილი რეაქცია. მე მსოფლიოს რეაქციაზე რეაქცია არ მაქვს".
კითხვაზე, რომის პაპის ვიზიტს ხომ არ მოჰყოლია მიწვევა ან შემოთავაზება, რომელიმე უცხო ქვეყნიდან?, მამა სერაფიმე პასუხობს: "მიწვევა ყოველთვის არის და იყო, პაპამდეც, პაპის დროსაც და შემდეგაც, მაგრამ ჩემს თავს არ ვაძლევ იმის უფლებას, რომ დავტოვო საქართველო და სადღაც გადავინაცვლო. აქედან გარეთ გასვლის სურვილი არა მაქვს".