თბილისის მეტრო სადგური "ვაჟა-ფშაველა" დროებით დაკეტილია.
როგორც "გურია ნიუსს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მეტროსადგურის დაკეტვის მიზეზი სიგნალის გათიშვით გამოწვეული ტექნიკური შეფერხებაა.
"სიგნალის მოწყობილობის გათიშვის გამო მეტრო სადგური"ვაჟა-ფაშველა" დროებით დაკეტილია. შეფერხება გამოიწვია სიგნალის მწყობრიდან გამოსვლამ, რის გამოც მატარებლები შედარებით ნელა მოძრაობენ, დაბალ ტემპში. მგზავრებისთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევის მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სადგური 1 საათით დავკეტოთ, რა დროის განმავლობაშიც ტექნიკური ჯგუფი დაზიანებას შეაკეთებს”, _ განაცხადეს მეტროპოლიტენში.
"გურია ნიუსმა" რამდენიმე მოქალაქეც გამოიკითხა, რომლებსაც მეტრო სადგურ "ვაჟა-ფშაველას" დაკეტვის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.