“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით,, პარტია “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი მარეხი გობრონიძე რამდენიმე დღეა თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
რა მოტივით გაათავისუფლეს პარტიის აღმასრულებელი მდივანი აღნიშნული პოსტიდან, ამაზე ღიად არავინ საუბრობს:
“შვებულებაში გავედი, საკმარისად არიან მობილიზებულები და არჩვენები ჩაივლის მშვიდად და წყნარად , ეს შიდაპარტიულია და სხვა რაღაც არ ხდება. ჩემს მოვალეობას არავინ ასრულებს, არის პარტიის თავმჯდომარე და ის ასრულებს უფლება-მოვალეობებს. აღნიშნულ თანამდებობაზე დავინიშნე მაისში. მანამდე ვმუშაობდი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და დასვენების პარკში სპეციალისტად“, _ ამბობს მარეხი გობრონიძე.
“ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს “ ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მარეხი გობრონიძე თანამდებობიდან გათავისუფლებული არ არის.