გერმანიის საელჩო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვალტერ შტაინმაიერის განცხადებას ავრცელებს. ფრანკ ვალტერის განცხადება 6 ოქტომბერს საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭების პროცესს უკავშირდება.
„მივესალმები საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის სასარგებლოდ მიღებულ გუშინდელ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ეს ჩვენი მხრიდან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია!
საქართველომ ამის საფუძველი რეფორმების დაუღალავად გახორციელების შედეგად შექმნა. გერმანია მთელი ძალებით ეხმარება საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საქმეში,“ ნათქვამია განცხადების ტექსტში.