"Post ალიონის" და "გურია ნიუსის" ერთობლივი პროექტის "ა’რჩევანი: "არ იქნება წინსვლა, თუ დაგვეზარა მისვლა!"ფარგლებში, "ივლიტას ბიბლიოთეკაში" არჩევნების დღის იმიტაცია გაიმართა.
ცესკო-ს ტრენერტის, თეა უჯმაჯურიძის დახმარებით, იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც წელს პირველად მიდიან არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა გაიარეს და ამისთვის, თითეულმა მათგანმა ზუსტად რვაწუთნახევარი დაკარგა.
გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა არჩევნების დღის კენჭისყრის პროცედურებზეც მოისმინეს ინფორმაცია.
პროექტი საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.