გერმანია რუსეთისა და ირანის ხელისუფლებებს მოუწოდებს გამოიყენონ საკუთარი გავლენა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ- ასადზე, რომ სირიაში ძალადობის ესკალაცია შეწყდეს და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შესაძლებელი გახდეს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა შტეფენ სეიბერტმა განაცხადა.
"გვჯერა, რომ რუსეთი და ირანი ვალდებულები არიან გამოიყენონ საკუთარი გავლენა ასადის რეჟიმზე, რომ შეაჩერონ ძალადობის ესკალაცია და მშვიდობიანი მოქალაქეების ტანჯვა,"_განაცხადა სეიბერტმა.