REUTERS-ის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ინგუშეთში 6 მებრძოლი მოკლა.
ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, დაღუპულთაგან 1 "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლია, რომელიც ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მოსკოვი კავკასიის რეგიონში, ჩეჩნეთში სეპარატისტებს 2 წელია ებრძვის, მაგრამ ძირითადად მუსულმანურ ჩრდილოეთ კავკასიაში უმუშევრობა და კორუფცია მაინც სტაბილურ პრობლემად რჩება.