"ქართული ოცნება" ოზურგეთის "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატის, დავით მჟავანაძის მიერ პრესკონფერენციაზე გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ "ქართული ოცნება" საარჩევნო კამპანიას კანონმდებლობის დაცვით აწარმოებს.
"ჩვენი კამპანია ტარდება კონმდებლობის დაცვით. ოპონენტების მხრიდან დღეს გაკეთებული განცხადება არის უსაფუძვლო და ალოგიკური _სოფლის გამგებელი სოციალურ დახმარებას არც უნიშნავს ვინმეს და, შესაბამისად, ვერც მოუხსნის. თუ მათ მართლა გააჩნიათ დარღვევების შესახებ მტკიცებულებები, მიმართონ ცენტრალურ სარჩევნო კომისიას ან უწყებათაშორის კომისიას და წარადგინონ ფაქტები", _ ამბობენ "ქართული ოცნების" ოზურგეთის შტაბის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ რომ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატმა დაცვით მჟავანაძემ, რამდენიმე წუთის წინ, " ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ოფისში პრესკონფერენცია გამართა.