გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეში მონაწილე პირის დაკავების მიზნით, გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში სპეცოპერაცია მიმდინარეობს, _ ამის შესახებ ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს.
ტელეკომანიის ცნობით, სამართალდამცველები ამ წუთებში დათო ხეჩუაშვილის დაკავებას ცდილობენ, რომელიც სოდ-ის თანამშრომელი იყო.
მეზობლების განცხადებით, ხეჩუაშვილი ბოლო დროს უკრაინაში იმყოფებოდა.