ამ უბანში, ყოველი მეორე ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს და ყოველი კვარტლის ბოლოს, შიშით ელოდებიან სოციალურ აგენტს, _ ვაითუ ერთი ახალი ცოცხის გამო დახმარება მოუხსნან.
მიუხედავად შიშისა, გაჭირვებისა და გაუსაძლისად მძიმე მდგომარეობისა, ბავშვებს ტუნგოს უბნიდან ერთმანეთის დიდი სიყვარული და უფროსებისადმი საოცარი პატივისცემა აქვთ.
გაიცანით ბავშვები ტუნგოს უბნიდან, რომლებმაც წამოსვლის წინ ასე დაგვიბარეს: _ აუცილებლად დაგვხატეთ გაზეთში!