ამ დროისთვის, სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 46 961 ამომრჩევლიდან ხმა 4017-მა უკვე მისცა.
#2 საარჩევნო უბანზე უკვე ხმა მისცა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მერაბ ჯანელიძემაც.
მისი განცხადებით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
„განწყობა მაქვს პოზიტიური და მაქვს გამარჯვების იმედი, რადგან ძალიან ბევრი მხარდამჭერის ზარი შემოდის ჩემს ტელეფონზე. წინა არჩევნებზეც ვიყავი კანდიდატი, მაგრამ ამდენი ზარი და მხარდაჭერა არ მქონია“, _ განაცხადა ჯანელიძემ.