ბოლო მონაცემებით, ჰაიტიზე ქარიშხალ „მეთიუს“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 870-ს გადააჭარბა. დასავლური პრესის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას ვარაუდობს, რადგან სტიქიით დაზარალებულ ბევრ რეგიონში მაშველები ჩასვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
ქარიშხლის შედეგად ჰაიტიზე ათი ათასობით ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. საგანგებო დახმარება, დაახლოებით, 350 ათას ადამიანს სჭირდება.
მედიკოსები ქოლერის ეპიდემიის დაწყებას არ გამორიცხავენ.
ჰაიტის მოსახლეობის დასახმარებლად, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციამ 6,9 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.
ქარიშხალმა „მეთიუმ“ აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსაც გადაუარა. 800 000-მდე საცხოვრებელი სახლი სტიქიის შედეგად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებით, ფლორიდაში, სამხრეთ კაროლინაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ჯორჯიაში საგანგებო სიტუაციის რეჟიმი გამოცხადდა.
ამავე თემაზე: