თურქეთში ტერაქტი აღკვეთეს. თურქული მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა ანკარაში დაგეგმილი ტერაქტის შესახებ ინფორმაცია მიიღეს, რის შემდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს.
ოპერაციის ფარგლებში, ანკარიდან 30 კილომეტრში მდებარე დასახლებულ პუნქტში სამართალდამცველებმა ერთ-ერთი სახლის ბლოკირება მოახდინეს, რის შემდეგაც შენობაში მყოფმა მამაკაცმა და ქალმა თავი აიფეთქეს.
თურქეთის პოლიციის ცნობით, თვითმკვლელები, სავარაუდოდ, ქალაქ დიარბაქირიდან ჩავიდნენ და თავის აფეთქებას ანკარაში გეგმავდნენ. პოლიცია ამჟამად ტერორისტების სავარაუდო თანამზრახველს ეძებს.
ვარაუდობენ, რომ ტერორისტები თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშაკთა პარტიის“ წევრები იყვნენ.