“გურია ნიუსს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში ცხოვრები ოთარ და ბესიკ ირემაძეები და ალექსანდრე ჭელიძე დაუკავშირდნენ. მათი ინფორმაციით, 15-20 წუთის განმავლობაში #16 საარჩევნო უბანზე პროცესი შეჩერდა, რისი მიზეზიც გახდა “ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატის ბესიკ ქათამაძის მიერ ფსიქოლოგიური ზეწოლა ამომრჩეველზე .
“ბესიკ ქათამაძემ არ გააჩერა ამომრჩევლები უბანზე და ცდილობდა, გამოეყარა ისინი“, _ამბობენ ნასაკირალში მცხოვრებლები.
დაბა ნასაკირალში მცხოვრები და “ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატი ბესიკ ქათამაძე აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ ეს არის ცრუ ინფორმაცია, თითქოს, მე ვახდენდი ზეწოლას ამომრჩევლებზე.
8 საათსა და 30 წუთზე გავაკეთე ჩემი არჩევანი, უბნის შესასვლელ კართან დამხვდა ამ უბანზე არარეგისტრირებუკლი პირი, “ქართული ოცნების“ შტაბის მოქმედი წარმოამდგენელი, რომელიც იდგა რამდნიმე პირთან ერთად უბანზე და აკონტროლებდნენ საარჩევნო სიებს. მე მოვუწოდე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომ უცხო პირებს დაეტოვებინათ უბანი. მათ გამოიძახეს მუნიციპალიტეტის გამგებელი, გამგებელი შემოვიდა ჩემთან ღია დაპირისპირებაში და მოუწოდა “ქართთული ოცნების“ შტაბის წარმომადგნელებს, რომ შესულიყვნენ საარჩვენო უბანზე. ჩვენ შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება", _ამბობს ქათამაძე.
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ამბობს, რომ ქატამაძეს შეცდომაში შეჰყავდა ამომრჩეველი.
"ბესიკ ქათამაძე ატყუებდა ადამიანებს, რომ მათ არ ჰქონდათ საარჩვენო უბნის ტერიტორიაზე გაჩერების და დგომის უფლება, არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, უბრალოდ, ქათამაძეს მოვუწოდე, რომ ნუ შეიყვანდა მოქალაქეებს შეცდომაში“, _ამბობს ჭანუყვაძე.