ცენტრალური საარჩევნო კომისია ადასტურებს, რომ რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი დაგვიანებით დაიწყო.
კერძოდ, როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, სამგორის 22-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 3 წუთის დაგვიანებით,ხოლო მთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბანზე 5 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ასევე ხმის მიცემის დაწყება დაგვიანდა ქუთაისის 27-ე საარჩევნო უბანზეც.
„აღნიშნული გამოწვეული იყო იმით, რომ მოგეხსენებათ, საარჩევნო უბნებზე ბევრი წარმომადგენელია, ასევე სხვადასხვა მედია ორგანიზაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები და მათ ესაჭიროებოდათ დროულად რეგისტრაციის გავლა და შემდეგ მონაცემების ჩანაწერთა წიგნში აღრიცხვა. სწორედ ამან გამოიწვია რამდენიმე საარჩევნო უბნის დაგვიანებით გახსნა“, _ განაცხადა ანა მიქელაძემ.