"პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის" კოალიცია "ქართულ ოცნებას" ქედა-შუახევი-ხულოს ოლქის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.
როგორც ბლოკის წარმომადგენელმა ნინო ტავლალაშვილმა ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სახელისუფლებო გუნდმა დღეს მაღალმთიან აჭარაში გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს "სახელმწიფო ხალხისთვის" წარმომადგენლებმა კანდიდატურები მოხსნეს.
"დილიდან დაიწყო სახელისუფლებო პარტიამ ბლოკ "პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის" მაღალმთიან აჭარაში 73-ე ოლქში ჩვენს მიერ წარდგენილი კანდიდატების უმაღლეს საბჭოში დავით გათენაძისადა საქართველოს პარლამენტში მინურ აბულაძის საწინააღმდეგო აგიტაცია, რაც იმაში გამოიხატება, რომ ხალხში გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს მათ მოხსნეს კანდიდატურები არჩევნების დღეს. ბუნებრივია, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს და ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა", _ აღნიშნა ნინო ტავლალაშვილმა.
ნინო ტავლალაშვილი არ აკონკრეტებს ვინ ეწეოდა აგიტაციას კანდიდატურების მოხსნის თაობაზე.