№51 ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კახნიაშვილის ინფორმაციით, 18:00 საათის მონაცემებით, ზესტაფონის მასშტაბით სულ არჩევანი 22 418-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 44,7%-ია. კახნიაშვილის ცნობით, სულ 51-ე მაჟორიტარულ ოლქში 50 103 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
როგორც გიორგი კახნიაშვილმა "გურია ნიუსს" განუცხადა, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 7-ის 15 წუთის მონაცემებით სულ 6 საჩივარია დაწერილი.
"დარეგისტრირებულია 6 საჩივარი. ძირითადად, პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით, ტექნიკური ხასიათის, რაც არჩევნების საერთო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს", _ აღნიშნა კახნიაშვილმა.