#59-ე ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა 54%-ის აქტივობა ფიქსირდება.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზვიად თენიეშვილის განცხადებით, 54% ნიშნავს იმას, რომ ამომრჩევლის საშუალოზე მაღალი აქტივობაა.
"59-ე ოზურგეთის მაჟორიტარულ ოლქში სულ 50 282 ამომრჩეველია, აქედან ხმა 8-ის 15 წუთის მონაცემებით, ხმა 27 258-მა ამომრჩეველმა მისცა", _ განუცხადა თენიეშვილმა "გურია ნიუსს".
მისი თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.