კომპანია TNS საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგებს ავრცელებს.
18.00 საათისთვის არსებული მონაცემებით, საარჩევნო ბარიერი სამმა პარტიამ გადალახა.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, პარტიებს შორის ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 53,8%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 19,5%
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ – 5,0%
„ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები“ – 4,0%
„შალვა ნათელაშვილი ლეიბორისტული პარტია“ – 3,1%
„პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისათვის“ – 2,7%
„უსუფაშვილი-რესპუბლიკელები“ – 2,7%
„ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“ – 2,3%
„ეროვნული ფორუმი“ – 0,8%
„თოფაძე- მრეწველები – ჩვენი სამშობლო“ – 0,6%
სხვა პარტიები ერთად – 5,5%
ეგზიტპოლები საქართველოს მასშტაბით 320 საარჩევნო უბანზე ჩატარდა. 9%-მა პასუხზე უარი განაცხადა. აქტივობამ 50 პროცენტი შეადგინა.
კომპანია TNS-მა ეგზიტპოლები ტელეკოპანიების GDS-ის, „მაესტროს“, „იმედისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით ჩაატარა, საველე სამუშაოები შეასრულა კომპანია "გორბიმ".