"გურია ნიუსის" ინფორმაციით, თუშეთში ებრაელი ტურისტები დაიღუპნენ.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი ბავშვი.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მოწოდებული ინფორმაციით, ჯგუფს გიდი არ ახლდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში შემთხვევის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა "გურია ნიუსს" განუცხადეს, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
შენიშვნა:
ჩვენს მიერ თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ გარდაცვლილია 4 ადამიანი, თუმცა, მოგვიანებით შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ადგილზე მაშველებმა ორი არასრულწლოვანის ცხედარი აღმოაჩინეს. დაშავებული 4 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.