საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ხვალ ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3365 ლარი იქნება. დღეს მოქმედი კურსით დოლარი 2.3340 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0025 -ით გაუფასურდა.
ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.5900 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.6064 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებაში ლარი 0.0164 ლარით გამყარდა.