”ქართულ ოცნებაში” ყოფნა რომ მდომოდა, ვიქნებოდი ”ქართული ოცნების” და არა ”რესპუბლიკური პარტიის” წევრი”, _ განაცხადა "რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ ხმალაძე რადიო „პალიტრის“ ეთერში, გადაცემა „საღამოს თოქ-შოუში“.
ხმალაძის თქმით "ქართული ოცნებისგან" არანაირ შეთავაზებას არ ელოდება და რომც შესთავაზონ, ის თანხმობას არ აპირებს: ”პირველ რიგში, უნდა გავიგოთ, ვჭირდებით თუ არა ჩვენს მოქალაქეებს. მოქალაქეებმა ამჯერად გვითხრეს, არ გვჭირდებითო. ”ქართულ ოცნებაში” ყოფნა რომ მდომოდა, ვიქნებოდი ”ქართული ოცნების” და არა ”რესპუბლიკური პარტიის” წევრი”, _ განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.