დავით ბერძენიშვილის თქმით, ისეთი პოლიტიკოსების გარემოცვაში, როგორიც რესპუბლიკური და თავისუფალი დემოკრატების წევრები არიან ბიძინა ივანიშვილი არაკონკურენტუნარიანი აღმოჩნდა და სწორედ ამიტომ მისი პარტნიორი ახლა ფსევდოპატრიოტი ინაშვილი და თარხან-მოურავია:
"ბიძინა ივანიშვილმა ნომერ პირველ პარტნიორზე _ "რესპუბლიკელებზე" და ნომერ მეორე პარტნიორზე _ "თავისუფალ დემოკრატებზე" თქვა უარი. ივანიშვილის პარტნიორი დღეს არის ფსევდოპატრიოტები _ ირმა ინაშვილისა და თარხან-მოურავის სახით. პროდასავლური, დემოკრატიული, თავისუფლებაზე ორიენტირებული პოლიტიკური წარსულის მქონე ძალების წრეში ივანიშვილი აღმოჩნდა არაკონკურენტუნარიანი. არ არის ლევან ბერძენიშვილის ბრალი, თუ თავის დროზე მან ბევრი წიგნი წაიკითხა, არ არის რესპუბლიკელების ბრალი, თუ პოლიტიკური კულტურით ბიძინა ივანიშვილი ვერ დაგვეწია, ან ირაკლი ალასანიას ვერ დაეწია", _ განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.