თათბირი 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. თათბირიდან გამოსული “სახალხო კრების” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკითხი დადებითად გადაწყდა, რადგან ლუკა კურტანიძეს არ ჰქონდა სრული ინფორმაცია რა თქვა “მოძრაობა თეთერების” ლიდერმა პრეს-კონფერენციაზე. კურტანიძე მედიაში გავცელებულ ინფორმაციას დაეყრდნო და ამის საფუძველზე გააკეთა განცხადება.
“სახალხო კრებაში” არ აცხადებენ, მაგრამ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ითქვა, რომ კურტანიძის აღშფოთება “ქართული ოცნების” ინსპირირებული იყო.
“კურტანიძე განაწყენებული იყო თემურ შაშიაშვილის პრესკონფერენციასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი კი მოჰყვა იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა ვინმე ფეხბურთელი ჩხეიძე. მან თქვა, რომ სპორტსმენების ადგილი სპორტშია, იურისტების _ პარლამენტში. მაშინ ჰკითხეს, _ ბიძინა ივანიშვილმა რომ მიიწვია კურტანიძე და ჯაჭვლიანი, სპორტსმენები არ არიანო?! Bბატონმა თემურმა უპასუხა, არიან სპორტსმენები, მსოფლიო ჩემპიონია, მაგრამ ეს პრეტენზია მას ნაკლებად ეკუთვნის, რადგან უკვე ორი წელია, პოლიტიკაში არისო. ამ ყველაფერს გაზეთებმა და ჟურნალისტებმა სხვანაირი ინტერპრეტაცია მისცეს. ამაზე გაბრაზდა ლუკა კურტანიძე და გააკეთა ის განცხადება,” _ განაცხადა “გურია ნიუსთან” საუბრისას “მოძრაობა თეთრების” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და წევრმა ზურაბ ხასიამ.
დეტალებს, რა მოხდა “სახალხო კრებაზე” კურტანიძესა და შაშიაშვილს შორის, ”გურია ნიუსი” უახლოეს წუთებში შემოგთავაზებთ.