რუსთავის საქალაქო სასამართლომ სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩენო უბანზე მომხდარ ინციდენტში ბრალდებულ ექვსივე პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორ ლევან ჯალაღანიას განცხდებით, მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელსაც თან ახლდა ვიდეომასალა და მოწმეთა ჩვენებები.
წინასასამართლო სხდომა 6 დეკემბერს გაიმართება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიისთვის ხელისშეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე 6 პირი _ 1997 წელს დაბადებული რ.ზ, 1994 წელს დაბადებული მ.ნ, 1996 წელს დაბადებული ბ.მ, 1996 წელს დაბადებული ჰ.კ, 1992 წელს დაბადებული ვ.კ და 1993 წელს დაბადებული ა.ნ. 13 ოქტომბერს დააკავეს.