„რესპუბლიკელმა“ ლევან ბერძენიშვილმა პალიტრანიუსის გადაცემაში „ჩემი კითხვა“ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ბერძენიშვილის თქმით, ის საგანმანათლებლო მოღვაწეობას აპირებს და სამ უნივერსიტეტში უკვე კითხულობს ლექციებს. ჟურნალისტის კითხვაზე ვისთან უფრო ხიბლავს ურთიერთობა _ სტუდენთებთან თუ პოლიტიკოსებთან, ლევან ბერძენიშვილმა უპასუხა, რომ პირადად მისი საქმე რომ იყოს, იმ საქმიანობას ეწეოდა, რასაც მთელი ცხოვრებაა ეწევა.
„მე ყველაზე უფრო მიყვარს საჯარო ლექციები, რომელშიც იშვიათად ვინმემ რამე გადამიხადოს, მაგრამ ის მადლობა, შეძახილები და ანთებული თვალები ყველაფერს მირჩევნია. ასე რომ, ჩემი ნება რომ იყოს, მარტო მაგას ვიზამდი. მაგრამ, რადგან „კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა", ამიტომ, კიდეც უნდა ვასწავლო და მაქვს გადაცემა რადიოში, წიგნებზე და რადგან ახლა დღეაბი გამიჩნდა, რომელიც პარლამენტში მუშაობისთვის მქონდა განსაზღვრული, ვაპირებ, რომ ეს დღეები დავტვირთო საჯარო ლექციებით. ამასთანავე, მე ვარ მთარგმნელი, ახლა როგორც იქნა, ვამთავრებ „ენეიდის“ თარგმნას, ერთი წელი ვიყავი შეჩერებული, კომიტეტის თავმჯდომარეობამ ამ საკითხში უკან დამხია. ასე რომ, სამუშაო ბერიიქნება და ამ თვალსაზრისით, ზოგიერთს უხარია კიდეც, რომ მე არ ვიქნები დაკავებული პარლამენტით, _ განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.